19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლიდან ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გოგონას ოჯახი გამტაცებლის პოვნას და შვილის სახლში დაბრუნებას ითხოვს. ისინი ამბობენ,რომ გამოძიება ჭიანურდება და ვერ დგინდება დეტალები. 

გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო გამტაცებელი და დაკითხული არიან მისი ოჯახის წევრები.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები