20 აპრილი 2024,   12:27
ვრცლად
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 920 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 920 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით კი კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია: აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი -112, შიდა ქართლი-145, გურია -30, სამეგრელო - ზემო სვანეთი -120, კახეთი -117, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში -523, აჭარაში-119, იმერეთში-226. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-98, იმერეთში-78. 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 608-თბილისში, 707-აჭარაში, 112-იმერეთში. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -2 734, აჭარაში-647, იმერეთში-1 257. 

დღის ამბები