ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდის მართვაში ჩართულ კლინიკებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სანებართვო მოთხოვნების შესრულებისთვის ვადას უხანგრძლივებს. კლინიკებს სანებართვო მოთხოვნის დანართი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა აეღოთ, ცვლილების მიხედვით კი, ეს ვალდებულება დროებით გადავადდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შეღავათი მხოლოდ კოვიდის მართვაში ჩართულ კლინიკებს შეეხოთ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებმა კი ახალი სანებართვო მოთხოვნების გადასამოწმებლად, რეგულირების სააგენტოს 31 დეკემბრამდე უნდა მიმართონ.