17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
სახელმწიფო კომპონენტი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო კომპონენტი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს.

გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო ჰოლდინგების გაძლიერების პროცესი უკვე დაწყებულია და ამ პროცესს  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობის.

"მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად ნულიდან შეიქმნა რუხის კლინიკა, ბათუმში შეიქმნა კლინიკა, რესპუბლიკურში მიმდინარეობს განახლება. ეს უნდა იყოს ის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს კი არ შეუშლის კერძო ინფრასტრუქტურას, არამედ მიეხმარება. ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული კაპიტალია საჭირო იმისთვის, რომ გარკვეული სამედიცინო დარგები სწრაფად განვითარდეს ქვეყანაში და ქვეყნისთვის აუცილებელი, მაგალითად, როგორც  ქუთაისში ადრონულ კოლაიდერზეა საუბარი, იქ უბრალოდ სხვა რესურსი იყო საჭირო და იქაც იქნა მოძიებული გამოსავალი. ასეთი ღონისძიებები აუცილებლად გასატარებელია, განსაკუთრებით, სოციალურად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა. ამიტომ, აქ, სტანდარტის დადგენის თვალსაზრისით სახელმწიფოს ყოფნა ამ ბაზარზე არის აუცილებელი, მაგრამ ფრთხილად, ისე, რომ კერძო ინიციატივას ხელი არ შევუშალოთ.

ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება, უფრო მეტსაც გეტყვით, პროგრამის დონეზე, რა სახე უნდა მიიღოს ამ სახელმწიფო კორპორაციამ ჯანდაცვაში, უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამინისტრომ გააკეთა, ისევე, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან უკვე ფინანსების მოძიების, იმისთვის, რომ  განახლების,  ან ახალი კლინიკების შექმნის პროცესი დაიწყოს,  ეს პროცესიც უკვე დაწყებულია," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები