საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2 352 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 396 პაციენტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5969, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მკურნალობას გადის - 1542 ადამიანი.