19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
მარნეულში "ავერსის" კლინიკის საპირფარეშოში 23 წლის ექიმი გარდაცვლილი იპოვეს 

მარნეულის ავერსის კლინინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლების თქმით, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, ექიმმა დაახლოებით 10 დღის წინ კორონავირუსი გადაიტანა და სამსახურში დაბრუნდა. გარდაცვალების მიზეზი, მათი თქმით, სავარაუდოდ, თრომბი გახდა. 

"ძალიან კარგი და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, ახლახან გადაიტანა კოვიდი და სამსახურშიც ახლახან გამოვიდა. სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა, გარდაცვლილი ვიპოვეთ წუხელ საპირფარეშოში, მიზეზი სავარაუდოდ თრომბია,"- ამბობენ კლინიკაში.

დღის ამბები