25 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
პოლიციის მაღალჩინოსანს, რომელმაც კახეთში ერთი ადამიანი მოკლა მეორე კი დაჭრა, ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ

კახეთის სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - "კურიერმა" გაარკვია, რომ დაპირისპირებულებს წარსულში ნაცნობობა არ აკავშირებდათ და შესაბამისად, მათ შორის არც კონფლიქტი ყოფილა. ისინი პირველად იყალთოში, სუფრაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც უთანხმოება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო და ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა.

კახეთის პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე გამოკითხეს გამომძიებლებმა. დაკავებულს, ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. ბრალდებულის ოჯახი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

"მომხდარის დეტალების შესახებ არაფერი ვიცი, იცნობდნენ, თუ არა ერთმანეთს ეგეც არ ვიცი. წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელია ჩემთვის, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო," - აღნიშნავს ზურაბ საჩიშვილის მეგობარი გიორგი ალადაშვილი.

"მე როგორც ვიცი რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ზურას არასოდეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია," - აცხადებს ზურაბ საჩიშვილის ნათესავი აკაკი საჩიშვილი.



 

დღის ამბები