20 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
"დედა შემაგინა და ვესროლეო" - "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი სასიკვდილოდ საკუთრ მანქანაში დაჭრა

"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა მანქანაში მიაყენა. 

"ღამის 12 საათზე სროლის ხმა გავიგე, დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ერთი ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ყველაფერი. მანქანა გაჩერდა, ჩაგუდული ხმა იყო სროლის, გარეთ არ უსვრია. სულ ოთხნი იყვნენ, მთვრალები იყვნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ეს ამბავი. თვითონ დარეკა პატრულში და შემდეგ სასწრაფო მოვიდა,"- აცხადებს თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი.

დაახლოებით ერთი საათის წინ, ბრალდებულს ადვოკატი შეხვდა. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

დღის ამბები