19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
უფრო სწრაფად გადამდები და უფრო ძლიერი ვიდრე COVID-19 - დაფიქსირდა თუ არა ახალი შტამი საქართველოში 4 დღეში გახდება ცნობილი

4 დღეში უნდა გაირკვეს ჩამოაღწია, თუ არა სამხრეთ აფრიკიდან ახალმა შტამმა საქართველომდე. ეპიდემიოლოგებს ეჭვი სამ პაციენტზე აქვთ, მათ კორონავირუსის იდენტური სიმპტომები აღენიშნებათ.

უფრო სწრაფად გავრცელებადი და უფრო ძლიერი ვიდრე COVID-19 - ასეთია პირველადი ინფორმაცია ვირუსზე, რომელსაც მსოფლიო ეპიდემიოლოგები ამდრომდე იკვლევენ.

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი შტამი რომელიც ევროპის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა საქართველოშიც დადასტურდეს. ახლა ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტებისთვის მთავარია უკვე დამზადებულმა ვაქცინამ ახალ შტამზე გავლენა იქონიოს. მაია ზალდასტანიშვილის თქმით, თუ დღეს ახალი შტამი 3 ადამიანს დაუდასტურდა ხვალ 90-ს აღმოაჩნდება და ვირუსის ვერაგობის სიმძიმიდან გამომდინარე ლეტალური შემთხვევებიც გაიზრდება.

კორონავირუსმა ბოლო 24 საათში კიდევ 39 პაციენტი ემსხვერპლა, მათ შორისაა 24 წლის ექიმი, რომელიც 10 დღე მკურნალობდა, გამოჯანმრთელებული სამსახურში დაბრუნდა, თუმცა კოლეგებმა ის საპირფარეშოში დღეს გარდაცვლილი იპოვნეს, ეჭვი თრომბოემბოლიის განვითარებაზეა.

რაც შეეხება ბოლო 24 საათში დადასტურებულ შემთხვევებს 1 784- ია, უფრო ნაკლები ვიდრე გუშინ - დაინფიცირებულთა შორისაა მეუფე იაკობიც, რომელიც მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კოვიდდადებითთა მაჩვენებელი დღითიდღე იკლებს, რასაც სპეციალისტები დადებით დინამიკას უწოდებენ, თუმცა მათი თქმით, ამ ტენდენციას შენარჩუნება სჭირდება. ვაქცინა საქართველოში მარტიდან შემოვა, მთავრობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ იმუნიზაციის დაწყება თებერვლის თვეშიც შესაძლებელი იყოს. იქამდე კი მათვარ მოწოდებად კვლავ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა რჩება.

დღის ამბები