19 დეკემბერი 2024,   01:14
ვრცლად
ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს რომ ბანკში არ არის, პოლიტიკაშია - შალვა ნათელაშვილი

მას შემდეგ, რაც "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვადამდელი არჩევნების 2022 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილმა კრიტიკული ლექსი მიუძღვნა, უკმაყოფილება შალვა ნათელაშვილმაც გამოხატა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ არჩევნები 2021 წლის ივნისამდე უნდა ჩატარდეს.  

"დაპირისპირება არ არის. ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა აჩვენა ისტორიული, უპრეცედენტო ერთიანობა, და ეს გრძელდება აი ამ წამებშიც, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობაა. თემა და პრობლემა არის მტკივნეული, ისტორიული, გადასაწყვეტი, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვან.

თუმცა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, რადგან ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება ქვორუმი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე.

ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ბანკში არ არის, პოლიტიკაშია და პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022-ში არჩევნების გადატანა და, მით უმეტეს, ამის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები