25 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 57 მილიონი ადამიანი.

ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს. ბოლო სამ თვეში "კოვიდ-19-ის" ლეტალობის მაჩვენებელი 1 პროცენტიდან 3 პროცენტამდეა გაზრდილი. 

მსოფლიოში მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, უკვე მეორე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს ჩამოსცდა.

შემცირდა ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა "კოვიდ-19-ის" მუტაციური ფორმები მსოფლიოში ფართოდ ვრცელდება, პორტუგალიასა და სამხრეთ კორეაში ახალი შტამის ვირუსი გაერთიანებული სამეფოდან ჩასულმა მოქალაქეებმა გაავრცელეს.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები