20 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
ნამოხვანჰესის მომხრეებმა კონტრაქცია გამართეს - ადგილობრივები ხელისუფლებას პროექტის დროულად დაწყებას მოუწოდებენ

რიონისხეობის მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც ნამოხვანსესის აშენების მომხრეები არიან კონტრაქცია გამართეს და ჰესის მშენებლობის დაწყება მოითხოვეს.

მათი თქმით, პროექტი ერთადერთი შანსია ხეობის გადასარჩენად და არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჰესი მშენებლობა საფრთხის შემცველია.

"ნამოხვანჰეჰის" აშენების იდეის მომხრეების თქმით, ხეობა დაცლილია ხალხისგან და თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, მოსახლეობა ხეობაში დაბრუნდება, ამასთან, განვითარდება ინფრასტრუქტურა და ტურიზმიც.

ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მშენებლობა დროულად დაიწყოს. აქციის მონაწილეები ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტსაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ჰესის მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება და რეგიონს წალეკვის საფრთხე არ დაემუქრება.

დღის ამბები