17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
პრინციპი, რომლის თანახმადაც ამნისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, უცვლელი რჩება - ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრინციპი, რომლის თანახმადაც ამნისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, კორუფციულ დანაშაულს, უცვლელი რჩება.

გარდა ამისა, ოხანაშვილმა ის პროცედურები განმარტა, რის შემდეგაც მსჯავრდებულები და ბრალდებულები ამნისტიით ისარგებლებენ. მისივე განცხადებით, შეღავათები ამნისტიის მიღების დღიდან არ იმოქმედებს.

"არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, არ უნდა შეეხოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, კორუფციულ დანაშაულს და ა.შ. ეს პრინციპი მეორე მოსმენის ფარგლებშიც შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება იმ საკითხებს, სადაც შეიძლება ვიმსჯელოთ, გარდა ამ წითელი ხაზებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ასე რომ საკითხი, თუ რა მუხლები იქნება საბოლოოდ წარმოდგენილი, პრინციპების დონეზე გავაჟღერეთ, დანარჩენი გაჟღერებული იქნება მეორე მოსმენის ფარგლებში და იმ სახის ჩართულობით, ვინც ამ საკითხით იქნება დაინტერესებული.

ამნისტიის აქტის გამოცემა არ ნიშნავს, რომ იმავე დღეს ვინმე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ან იმავე დღეს მოხდება ვინმესთვის შეღავათის გაწევა. ეს არის პროცედურა, რა ვადაშიც უნდა მოხდეს პირობების შესრულება. მათი შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა მოხდება უკვე ამნისტიის აქტის სრულად ამოქმედება," - განაცხადა განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები