19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ოკუპაცია, მავთულხლართები და მოქალაქეების გატაცება - ჩრდილოელი მეზობლის უცვლელი დესტრუქციული ქმედებები 2020 წელს

ოკუპაცია, მავთულხლართები და მოქალაქეების გატაცება - 2020 წელს ჩრდილოელი მეზობლის დესტრუქციული ქმედებები უცვლელია.

ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ირაკლი ბებუაა. 27 წლის მამაკაცი, რომელიც ე.წ "აფხაზური დროშის" დაწვის გამო დააკავეს და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აღიარებით ჩვენებაში ბებუა ამბობდა, რომ ეს აქტი არავის შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.

ერთადერთი მოტივი ქართველებსა და აფხაზებს შორის ხელოვნური ბარიერის აღმართვა და შუღლის გაღვივების გაპროტესტება იყო. მსგავსი შემთხვევები არაერთია. 

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 63, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავებაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა რეალური დაკავების მხოლოდ 10-15%-ს შეადგენს.


 

დღის ამბები