კოვიდპანდმიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ახალ წელს რეგიონებში განსხვავებულად შეხვდებიან. ბათუმში წელს ქალაქის მერიამ ყველა ღონისძიება გააუქმა და საახალწლო აქტივობებზე გათვალისწინებული თანხები სოციალური მიმართულებით დახარჯა.
ტრადიცული ღონისძიებები არც ქუთაისში მოეწყობა. აქცენტი ამ შემთხვევაშიც სოციალურ პაკეტებზე გაკეთდა და საახალწლო ნობათი სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს გადაეცათ.
გამონაკლისი არც კახეთი იქნება, საახალწლოდ გამოყოფილი თანხა სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას მოხმარდება. განსხვავებულად ხვდება ახალ წელს ზუგდიდიც. მერი ადგილობრივებს მოუწოდებს, ახალი წელი ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნონ.