ხვალ გახდება ცნობილი, ახალ 2021 წელს იქნება, თუ არა ქვეყნისთვის გამოწვევა კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი.
საეჭვო პაციენტებზე კვლევა უკვე დაწყებულია და საბოლოო პასუხი, არის, თუ არა საქართველოში დაფიქსირებული ვირუსის სახეცვლილი ერთ-ერთი ფორმა, გვეცოდინება ხვალ.
COVID-19-ის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში 19 სექტემბერს დაფიქსირდა. ამის შემდეგ რიგმა სახელმწიფოებმა შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრეს.
ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ 2021 წელს COVID-19-ის გავრცელების მასშტაბი შემცირდება და ინფიცირებულთა რაოდენობას გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გადააჭარბებს.
"2021 წელს იქნება გარღვევა და ეს პამდემია უნდა დამთავრდეს, ერთის მხრივ ვირუსის ბიოლოგიური ციკლი უნდა მორჩეს, მეორეს მხრივ იქნება ვაქცინა და წამალი, რომლის საშუალებითაც ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას. ამის ოპტიმიზმი და დიდი იმედი არსებობს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ყველა ის პრევენციული მარტივი ღონისძიებები, რაზეც ხალხს მოვაბეზრეთ თავი, პირბადე, დისტანცია 2021 წელს უნდა იყოს, ამის გარეშე ვერ დასრულდება პანდემია,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.