დევნილთა სააგენტოს დირექტორი ოთინაშვილების ოჯახს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.
სააგენტომ დევნილ ოჯახს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გადასცა.
ოთინაშვილები ახალ წელს თავისივე შერჩეულ, ახალ სახლში შეხვდებიან.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აცხადებს, რომ "სოფლად სახლის" პროექტმა 1100ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუძინა სახლები.