ორი ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
სოფელ საზანოში ლელაძეების სახლში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რასაც მოჰყვა აფეთქება. შემთხვევის დროს სახლში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მისი შვილი, 60 წლამდე მამაკაცი კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
ამ დრომდე მძიმეა დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა.