25 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
წალენჯიხაში გაჩენილი ხანძრის კერებიდან ორი სრულად ლოკალიზებულია

წალენჯიხაში, მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის კერებიდან ორი სრულად ლოკალიზებულია, სქურში კი ადგილის მიუვალობის გამო ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს.

ცეცხლი წუხელ საღამოს გაჩნდა და ტყის ქვედა საფარს მოედო, თუმცა დასახლებულ პუნქტამდე არ მიუღწევია. დამწვარია, დაახლოებით, ორ ჰექტარამდე ტერიტორია.

მეხანძრე-მაშველები სპეციალურ ტექნიკასთან ერთად ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მონიტორინგს ახორციელებდნენ.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

დღის ამბები