თელავში, სამოქალაქო აქტივისტები კახეთის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მოთხოვნები გააცნეს.
მხარეები, დაახლოებით, ერთ საათიანი მოლაპარაკების შედეგად, პოლიციასთან რამდენიმე დაპირების სანაცვლოდ შეთანხმდნენ. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს 1 იანვარს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და კანონის შესაბამისად დასჯა. ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თეატრის წინ კარვის მიმდებარედ პოლიცია ეკიპაჟის მორიგეობა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა განმარტეს, მოლაპარაკების დროს პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ ბერიკაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება იმ პირების დასჯა, ვინც კარავში მანქანით შესვლა სცადა.
ამ დროისთვის, თელავის პოლიციასთან სიმშვიდეა.
ცნობისთვის, თითქმის ერთი თვეა სამოქალაქო აქტივისტები თელავში თეატრის წინ კარვებში იმყოფებიან. ამ ფორმით, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.