06 მაისი 2024,   20:50
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში "ასტრა-ზენეკას" ვაქცინით მოქალაქეების აცრას იწყებენ - COVID-19-ის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად ქვეყნები ახალ შეზღუდვებს აწესებენ

დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში "ასტრა-ზენეკას" ვაქცინით მოქალაქეების აცრას იწყებენ. საავადმყოფოები ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზით უკვე მოამარაგეს. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის პროგრამაში კიდევ ერთი პრეპარატის ჩართვას გადამწყვეტი მომენტი უწოდა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევები დადასტურდა საბერძნეთში, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობამ გაამკაცრა კორონავირუსული შეზღუდვები, დახურა სილამაზის სალონები და წიგნების მაღაზიები.

კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს ნორვეგიაც. შეზღუდვების ფარგლებში იკრძალება ალკოჰოლის მიღება რესტორნებსა და ბარებში, ასევე სტუმრების შინ მიღება.

იაპონიის მთავრობა კი, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ტოკიოს რეგიონის უმეტეს ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს.

დღის ამბები