06 მაისი 2024,   23:09
ვრცლად
დადასტურდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი ფორმა - სპეციალისტები ერთი პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან

საქართველოში კორონავირუსის ახალი ფორმა ამ დრომდე არ დადასტურებულა. სამი საეჭვო პაციენტიდან 2-ის კვლევის პასუხი ცნობილია და ორივე უარყოფითია. ახლა სპეციალისტები ელოდებიან კიდევ ერთი პაციენტის მონაცემებზე ლაბორატორიულ პასუხს, რომელიც, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. მათზე დაკვირვება უკვე მეორე კვირაა, მიმდინარეობს.

"გენეტიკური ინფორმაციის გაშლას გარკვეული პერიოდი და დრო სჭირდება, შეიძლება ამას დღეისთვის ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ გლობალურად ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომ ვირუსის გავრცელების ე.წ. რეპროდუქციული მაჩვენებელი დაახლოებით, 0.7 ერთეულით გაიზრდება ახალი ვარიანტის მასიურად გავრცელების შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი დაავადდება, ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ. შედეგები საქართველოში ცნობილი არაა," - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

დღის ამბები