27 აპრილი 2024,   02:24
ვრცლად
ხანძარი სამეგრელოში - ცეცხლის 40-მდე კერას სამაშველო ჯგუფები ებრძვიან

სამეგრელოში გაჩენილ ხანძარს სამაშველო ჯგუფები ამ წუთებშიც ებრძვიან. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ცეცხლი 40-მდე კერას უკიდია.

გართულებული სამუშაოს გამო სამეგრელოში დამატებითი ჯგუფების მობილიზება ხდება გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკაონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

"ვითარებას ართულებს ის, რომ არის საკმაოდ ძლიერი ქარი და უჭირთ მეხანძრეებს მუშაობა. ცეცხლის ძირითადი კერები ლოკაზებულია. ამ ეტაპზე უკიდია ეკალ-ბარდებს, თუმცა ირგვლივ არის მოსახლეობა, მოცვის პლანტაციები, რომელსაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ამიტომ მეხანძრეებთან ერთად მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სამსახურები, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ხანძის სრული ლოკალიზება,"-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია.

დღის ამბები