23 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
ხანძრის 40 კერიდან სამეგრელოს რეგიონში ამ დროისთვის 19 აქტიური კერა რჩება

ხანძრის 40 კერიდან სამეგრელოს რეგიონში ამ დროისთვის 19 აქტიური კერა რჩება. ბოლო მონაცემებით, 11 კერა ლიკვიდირებულია, 8 მათგანზე კი სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც ძლიერი ქარი აფერხებს.

ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი. ასევე, რამდენიმე ადგილას დაიწვა სახნავ-სათესი სავარგულები, მათ შორის, თხილის პლანტაციები.

ძლიერი ხანძრის შედეგად სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც, თუმცა არავინ დაშავებულა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები შეიქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია არა მხოლოდ სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე, ეკიპაჟები აჭარიდან, გურიიდან და იმერეთიდან.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა და სასოფლო სამუშაოები სახელდება.

ძლიერი ქარის შედეგად დღეს ელექტროგადამცემი ბოძებიც დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

დღის ამბები