ფეხბურთის ფედერაციას დაფინანსება შეუწყდება. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფედერაცია უარს ამბობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გამოყოფობაზე.
ცვლილებები არ ეხება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება. გასულ წელს სპორტის ამ სახეობისთვის განკუთვნილი იყო 6.700 მილიონი ლარი, თუმცა ფედერაციამ მხოლოდ 4 მილიონი აითვისა.
"2021 წელს პირველად იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომ ფეხბურთის ფედერაციამ იმ თავის ნაწილში, რაზეც ფედერაცია ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, ვთქვით ჩვენი ნებით უარი და მგონია რომ ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება," - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი