პანკისის მოსახლეობა სოფელ დუისში აქციას მართავს. ადგილობრივები
ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.
მათი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონის დამტკიცება მისაღებია, თუმცა გარკვეული ცვლილებების შეტანა აუცილებელია.
პანკისელები მაგალითისთვის ჩატაევის საზღვარზე შემოყვანის ბრალდებით მსჯავრდებულ 4 ახალგაზრდაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მათ დანაშაული გაუაზრებლად ჩაიდინეს და არ არიან ტერორისტები.
აქციაზე ადგილობრივებთან ერთად ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებიც იმყოფებოდნენ.
ისინი უახლოეს დღეებში ხეობაში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებებ, რომელსაც ახმეტა- თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილს პარლამენტთან შუამდგომლობისთვის გაუგზავნიან.