უშედეგო ბრძოლა ხანძართან და სტიქიის ახალი კერები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში ხანძარს ახალა უკვე სოფელ ბზიფის მიდამოებშიც ებრძვიან. ცეცხლი, ასევე, გავრცელებულია ახალი ათონის ტერიტორიაზეც.
დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ ისინი ვითარებას აკონტროლებენ, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უფრო და უფრო უახლოვდება. ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმს დახმარებას კვლავ სთავაზობს, მათ შორის ვერტმფრენის გამოყენებასაც, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამ შეთავაზებას არ იღებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება არსებულ მძიმე მდგომარეობაზე არ საუბრობს. ამასთან, კამერებთან საუბარს ადგილობრივი მოსახლეობაც თავს არიდებს. მესამე დღეა გაგრელები ევაკუაციის მოლოდინში არიან. ღია ცეცხლს მოსახლეობისგან რამდენიმე ათეული მეტრი აშორებს. ადგილობრივები დახმარებას უკვე მეხუთე დღეა ითხოვენ.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს სტიქიასთან ბრძოლის არასათანადო რეაგირება. პროცესებთან გამკლავებას აფერხებს მეხანძრე-მაშველების სიმცირე.