საქართველოს საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი, რომელიც დღეს ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტებმა აიღეს, კოვიდ უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს.
გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია,"- წერია საპატრიარქოს განცადებაში.