07 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
იაპონიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც ბრიტანულისგან განსხვავდება

იაპონიაში "კოვიდ-19-ის" ახალი შტამი დაფიქსირდა, ვირუსის სახეობა ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენლი შტამებისგან განსხვავდება. ის ბრაზილიიდან ჩასულ ოთხ პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, იაპონელი მეცნიერები ვირუსის ახალი სახეობის მიმართ ვაქცინის ეფექტურობას იკვლევენ.

ე.წ ბრიტანული შტამი დადასტურდა რუსეთსა და მექსიკაში. ინფიცირების შემთხვევებმა იმატა სამხრეთ კორეაში. ნიუ-იორკში კი მასობრივი ვაქცინაციისთვის შესაბამისი ობიექტები გაიხსნა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 90 მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები