ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას ითხოვენ უფლებადამცველები. ადვოკატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციულია.
მათი განცხადებით, თუ არ მოდება ადვოკატების ჩართვა პროცესში, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ.
ადვოკატი გიგა სისვაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი არ არის ჰუმანური.
"ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მომზადდა საქართველოს პარლამენტის მიერ არის ურთიერთშეუსაბამო და ასევე, არ არის ჰუმანური. ეს კანონპროექტი არის დისკრიმინაციული. ჩვენ ვითხოვდით, რომ საკომიტეტო სხდომებზე დასწრება შეგვძლებოდა. ჩვენ გარეშე ამ კანონპროექტის განხილვა არასწორად მიგვაჩნია.
ადვოკატი გიორგი ბაღდაველიძე აცხადებს, რომ კანონპროექტი არ არის ჰუმანური და არის დისკრიმინაციული.