27 დეკემბერი 2024,   07:14
ვრცლად
წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება.

"1 თებერვლამდე გვინდა შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესსექტორთან. იმედი გვაქვს, უსაფრთხო გახსნის პერიოდი პირველი თებერვლიდან დაიწყება.

ჩვენ გვექნება შეხვედრა ბიზნესებთან, სატრანსპორტო და სავაჭრო მიმართულებით. ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ სტანდარტების დაცვა შეუძლიათ. შესაძლებელია რაიმე დამატებითი მოთხოვნებიც გვქონდეს მათთან რაზეც შევთანხმდებით,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები