24 ნოემბერი 2026,   17:49
ვრცლად
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამაზ გიორგელიძეს, რომელმაც ვაჟა შამუგიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამაზ გიორგელიძეს, რომელმაც ვაჟა შამუგიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ერთ-ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. ოქმი ამ საქმეზე შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე. პასუხისგებაში მიცემულმა პირმა აღიარა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა. იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით,"- აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ანდრო გურული.

დღის ამბები