26 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
ჯანმო ​მთავრობებს, მწარმოებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს ვაქცინაციისთვის მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებს კოლექტიური ვალდებულებისკენ მოუწოდებს, რომ მომდევნო 100 დღეში სამედიცინო მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანების ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში დაიწყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს, მწარმოებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს ვაქცინაციისთვის მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებს. 

ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მწარმოებლებმა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა, "კოვაქსით" უნდა გაანაწილონ და ორმხრივი შეთანხმებებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 91 მილიონს აჭარბებს. 2 მილიონს მიუახლოვდა ლეტალობის მაჩვენებელმა.

დღის ამბები