27 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
მდინარე ძირულას ადიდების შედეგად ხარაგაულში საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა, ბორითის თემში კი დროებითი ხიდი წაიღო 

ხანგრძლივი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა. 

ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი ხიდი, რის გამოც შეფერხდა სამანქანო გზით გადაადგილება, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზებიც.  

მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა. ამ დროისთვის ლოკალურად გზებზე გადაადგილება არსად არაა შეზღუდული. არც ერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს. მერიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც პერიოდულად იღებს ინფორმაციას სოფლებიდან, რაზეც ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება.

დღის ამბები