28 იანვარი 2021,   07:00
ვრცლად
აჭარაში სტიქია მძვინვარებს - ჩამოწოლილმა მეწყერმა ინფრასტრუქტურა დააზიანა

აჭარაში სტიქია მძვინვარებს. ჩამოწოლილმა მეწყერმა ინფრასტრუქტურა დააზიანა - გადაადგილება შეზღუდულია გზებსა და ხიდებზე.

შუახევში, ხულოსა და ქედაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მეწყერი ძლიერ ნალექს მოჰყვა, რეგიონში ამ დრომდე უამინდობაა

"მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში გვაქვს ლოკაციები, სადაც გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე საგზაო დეპარტამენტი და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ, რომ მალე მოხდეს ამ მონაკვეთების აღდგენა და ამ პერიოდში მოსახლეობას შეეძლება შემოვლითი გზებით ისარგებლოს,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

"ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ხულოს მუნიციპალიტეტში გვაქვს, სადაც გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. გარკვეულ მიმართულებებზე ხვალიდან დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. კიდევ ერთი კრიტიკული მდგომარეობა ქედის მუნიციპალიტეტში გვაქვს, სადაც ხიდი არის ჩავარდნილი,"- აცხადებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე.

დღის ამბები