14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, სიმბოლურად ეროვნული დროშა გაიშალა. დროშა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა გაშალეს.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.