28 იანვარი 2021,   17:01
ვრცლად
ბადრი და ბიძინა ესებუების საქმე სასამართლომ ცალ-ცალკე წარმოებაში მიიღო

ბადრი და ბიძინა ესებუების საქმე სასამართლომ ცალ-ცალკე წარმოებაში მიიღო.

შესაბამისად, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუასა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დაკავებული ბიძინა ესებუას საქმეებზე პროცესები ცალ-ცალკე გაიმართება. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ესებუების ადვოკატის სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, ორი დღის წინ გამართულ პროცესზე, მოსამართლემ ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და ის პატიმრობაში დატოვა.

მისივე თქმით, ეს ორი სხვადასხვა საქმეა და მათი განცალკევება ლოგიკურია. მორიგი პროცესი ბიძინა ესებუას საქმეზე თებერვალში გაიმართება, მანამდე კი დაცვის მხარე დაკავებულის სასარგებლოდ, საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას აპირებს.

დღის ამბები