26 თებერვალი 2021,   20:33
ვრცლად
პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირა გაურგაშვილს თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირა გაურგაშვილს, აღკვეთის სახით თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

დაცვის მხარემ სხდომაზე შუამდგომლობა არ დააყენა და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლოს მიანდო.

თუმცა, უფლებადამცველი ბრალდების იმ ფორმულირებას, რომ დაკავებულის მხრიდან მიმალვის და მტკიცებულებების განადგურებისა საფრთხე არსებობს, არ დაეთანხმა.

პროცესზე სიტყვა დაკავებულმა გაურგაშვილმაც წარმოთქვა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა.

საქმე ეხება სოფელ დუისში, 17 იანვარს მომხდარ დაპირისპირებას, სადაც 46 წლის ხიზირა გაურგაშვილმა მეზობელს, 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილს ცივი იარაღით 12 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დღის ამბები