19 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მშობლების აქცია მზიურში - შეკრებილები საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნის გეგმის შემუშავებას ითხოვენ

დღეს მშობლების ნაწილი მზიურში შეიკრიბა და აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა სკოლების და ბაღების გახსნაა. მათი განცხადებით, უკვე მესამე სემესტრია საქართველოში დახურულია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, რაც ბავშვებზე უარყოფითად აისახება.

"ჩვენი მოთხოვნაა, მთავრობამ შეიმუშავოს და გაგვაცნოს თანმიმდევრული და ძალიან დეტალური გეგმა, როგორ ხსნის ის განათლების სექტორს, რადგან უკვე 11 თვეა ვიმყოფებით ხანგრძლივ იზოლაციაში, რაც ბავშვებზე ძალიან ცუდად აისახება,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მშობლები ითხოვენ კონკრეტულ გეგმას და პანდემიის მენეჯმენტში ბავშვების უფლებების გათვალისწინებას. 

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ბავშვების ხმა გაიგონონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. ბავშვთა ინტერესები არ არის გათვალისწინებული პანდემიის მენეჯმენტის გეგმაში, არ ყოფილა არცერთ ეტაპზე და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს საჭიროებები იყოს გათვალისწინებული,"- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი. 

დღის ამბები