19 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
ვაქცინამ, რომელიც ქვეყანაში შემოვა, შორეულ პერსპექტივაში პრობლემა არ უნდა გამოიწვიოს - გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე მიიჩნევს, რომ ვაქცინამ, რომელიც ქვეყანაში შემოვა, შორეულ პერსპექტივაში პრობლემა არ უნდა გამოიწვიოს.

"ყოველთვის ვამბობდით, რომ რნმ ვაქცინებზე შეიძლება ნდობა და გვაქვს გამოცდილება ვაქცინაციის, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში. მე გავაგრძელებდი განხილვას მეორე ჯგუფის ვაქცინასთან დაკავშირებით, რაც არის ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები და შესაძლოა, რომ სხვა ჯგუფი, იგივე ცილოვანი ვაქცინები, გაცილებით უფრო ნაკლები საფრთხის შექმნელი იყოს შორეული შედეგების თვალსაზრისით და უფრო უპრიანი იყოს მათი შემოტანა. მესმის, რომ მათი შემოტანა ერთი-ორი თვით უფრო გვიან იყოს, მაგრამ შემოვიტანოთ ისეთი ვაქცინა და არა ის, რომელზეც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები.

პირველი ეტაპი ვიცით, რომ ეს არის "ფაიზერის" ვაქცინა და ამასთან გაცილებით ნაკლები შეკითხვებია, თუმცა არის გარკვეული გვერდითი ეფექტები, რაც ყველა ვაქცინას ახასიათებს, რაც ჩვეულებრივად დარეგულირებადი სიტუაციაა და არ არის საუბარი დაუყოვნებლივ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. 

ჩვენ ვსაუბრობთ ასევე შორეულ შედეგებზე და ამის გათვლაზე, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ  ეს მოსაზრებები კიდევ გავიაროთ და ჩამოვაყალიბოთ გეგმა, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოგვაქვს, როდის და რა რაოდენობით. 

ეს ეხება იმ ჯგუფებს, ახალგაზრდებში განსაკუთრებით ვაქცინაციის დაწყებას, აქ უნდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ წლების შემდეგ ამ ვაქცინასთან დაკავშირებული გარკვეული შედეგები არ გვექნება, შესაბამისად, ეს კიდევ მოითხოვს გარკვეულ მსჯელობას, ვინაიდან ეს არის ახალი ტექნოლოგიების და ძალიან ბევრი გათვლის გაკეთება არის საჭირო,"-განმარტავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე.

დღის ამბები