26 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონის მაღალჩინოსნისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

წინასწარი პატიმრობა უფლებამოსილების გადამეტებისთვის - თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა. ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრებისთვის ემზადება. უფლებადამცველის რობერტ გრიგალაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობის გამოყენება არასწორი იყო.

ლადო გოგსაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი დღის წინ, საკუთარი კაბინეტიდან აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ის ტენდერში სასურველ კომპანიას ლობირებდა და კონკურენტზე ზეწოლას ახდენდა.

 

დღის ამბები