19 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გლდანის ციხეში ადვოკატები შეხვდებიან 

გაათავისუფლებს თუ არა სასამართლო ხვალ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს. ადვოკატები ამ შუამდგომლობას ხვალინდელ პროცესზე დააყენებენ. ხვალ, ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომაა დანიშნული.

ერთი დღით ადრე, ორივე დაკავებულს ადვოკატები შეხვდებიან. გლდანის ციხეში, იქ, სადაც ივერ მელაშვილი იმყოფება, ადვოკატი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ედუარდ მარიკაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფს უნდა შეხვდეს.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, რომ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ, მთავარი შუამდგომლობა კი შეეხება იმას, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. 

"ჩვენ გვექნება არაერთი შუამდგომლობა, ბრალდების მხარეს მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რაც მიგვაჩნია, რომ  არის დასაბუთებული და ეს შუამდგომლობები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, როგორიც არის მაგალითად: ექსპერტიზების დაუშვებლობა, სხვადასხვა მტკიცებულების დაუშვებლობა და ა. შ. 

რაც შეეხება კიდევ ერთ შუამდგომლობას,  ეს იქნება საკითხი, რომ უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, უნდა გაუქმდეს პატიმრობა და ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ და დატოვონ საპყრობილე და ბოლოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოგადად, უნდა შეწყდეს ამ საქმეზე სისხლის სამართლის დევნა და საქმე არ უნდა გადაეცეს არსებითად განსახილველად სასამართლოს,“ - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილი.  

დღის ამბები