17 სექტემბერი 2026,   05:05
ვრცლად
საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე გამართული ბლიცი ქართველი დიდოსტატის გამარჯვებით დასრულდა

საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე გამართული სამშაბათის ბლიცი, რომელშიც მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ქართველი დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტ ტურში ყუფარაძემ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ამერიკელი მოჭადრაკე დაამარცხა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა, ტურნირში 68 ქვეყნის 747 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

დღის ამბები