19 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს მესამედ გამოკითხავენ - გიორგი მანჯგალაძე საგამოძიებო უწყებაში უკვე მივიდა

სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დღეს მესამედ გამოკითხავენ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს.

გიორგი მანჯგალაძე საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. რა კითხვები აქვს ამჯერად გამოძიებას ე.წ. გარეჯის საქმეზე, უცნობია.

გიორგი მანჯგალაძე 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

ის გამოკითხვაზე უფლებადამცველთან ერთად გამოცხადდა. გამოკითხვაზე შესვლამდე გიორგი მანჯგალაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ კონკრეტულ დეტალებზე და მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე მხოლოდ გამომძიებლებთან ისაუბრებს.

"არ ვიცი, ზემოთ გავცემ პასუხს. არაფერს არ ველოდები, თუ შეიძლება მიმიშვით ფანჯარასთან. არ ვიცი რას ამბობს ივერი მელაშვილი," - აღნიშნა გიორგი მანჯგალაძემ.

გიორგი მანჯგალაძის ადვოკატმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქმის მასალებს დეტალურად არ იცნობს და რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჯერჯერობით გაუჭირდება.

"პირველად მოვედი, მასალებს არ ვიცნობ. ვერაფერს  ვერ გეტყვით. საქმის მასალები გადმოეცემა, როდესაც ბრალს წაუყენებენ ბატონ გიორგის," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

დღის ამბები