26 აპრილი 2024,   10:17
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ოჯახი იმედოვნებს, რომ მას ბრალი შეუმსუბუქდება

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარეობს. 

გახელაძეს უკანონო ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული.

დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელეს.

ზაზა გახელაძის მეუღლეს იმედი აქვს, რომ მის მეუღლეს განზრახ მკვლელობის ბრალდება შეუმსუბუქდება.

"პირველი პროცესი, რომელიც 18-ში იყო ჩანიშნული, ორივე მხარის დაკითხვით გაიმართა. ზაზას და რუსების ნაამბობიდან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს. რაც მთავარია რუსმა ჯარისკაცმა თქვა, რომ ზაზას გამიზნულად არ გაუსროლია. ეს არის ჩვენი დიდი იმედი, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებას შეუცვლიან,"-აღნიშნა გახელაძის მეუღლემ.

დღის ამბები