სამოქალაქო აქტივისტები გამოდიან ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, ეს თანხა მათ მოსახლეობამ შეუგროვოს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სასამართლო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მსჯელობს.
პროკურატურა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 30 000 ლარის გირაოს ითხოვდა, თუმცა ორივე მათგანი სასამართლომ 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.