თითქმის 102 მილიონი ინფიცირებული და 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების საშინელ ფაზაშია, ვითარების დასტაბილურებას კი, მინიმუმ 3 კვირა დასჭირდება. ნორვეგია საზღვრებს კეტავს, ირლანდია კი ლოკდაუნს ახანგრძლივებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლოკდაუნის უცებ მოხსნა, შემდეგ კი ისევ სწრაფად დახურვა, ცუდი სტრატეგია აღმოჩნდა და მსოფლიოს მკაცრი გაკვეთილი ასწავლა.
ამასობაში კი, გრძელდება მასობრივი ვაქცინაცია. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა თითქმის 83 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად მოხდება ადამიანების ვაქცინაცია.