6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ გიორგი მანჯგალაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გამომძიებლების შეკითხვებს უკვე მესამედ პასუხობდა. კონკრეტულად რა აინტერესებდა ამჯერად პროკურატურას, უცნობია. გიორგი მანჯგალაძის განცხადებით, კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა.
"ბრალი არ წაუყენებიათ, მოწმის სახით გამომკითხეს. ჯერჯერობით არ დავუბარებივართ. კონკრეტულ პირებზე საუბარი არ იყო," - განაცხადა გიორგი მანჯგალაძემ.
რაც შეეხება მის ინტერესების დამცველს, რომელიც მასთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდა, ადვოკატი ამბობს, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე საუბარი არ სურს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს საქმე საკმაოდ მოცულობითია.
"კითხვები რაც იყო ამასთან დაკავშირებით მითუმეტეს ვერ გაგცემთ პასუხს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ბატონი გოგისგან არ მაქვს მე მაგისი რწმუნება, რომ კითხვებზე გაგცეთ პასუხი იმაზე, თუ რა კითხვები იყო დასმული, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
გიორგი მანჯგალაძე 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.