09 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
დაიკითხება თუ არა მიხეილ სააკაშვილი გარეჯის საქმეზე - პროკურორის თქმით, დაიკითხება ინფორმაციის მატარებელი ყველა პირი

იქნება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საქმეზე დასაკითხ პირთა სიაში - ამ თემაზე "დღის კურიერის" ეთერში პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ისაუბრა.

პროკურორმა არ ისურვა კონკრეტულ პირებზე საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ დაიკითხება ყველა, ვისაც კი აღნიშნულ საქმეზე არსებითი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს. 

"ნებისმიერი პირის გამოკითხვისთვის უნდა არსებობდეს მტკიცებულებების ერთობლიობა. კითხვა, რომელსაც დავუსვამთ კონკრეტულ მოწმეს, იქნება არა ჰიპოთეტური, არამედ გარკვეული მტკიცებითი ხასიათის გარემოება. სწორედ ამიტომ მოხდა და შემდეგ მოხდეს ახსნა, კონკრეტული პირისგან როგორ მოხდა და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვერც დაგიდასტურებთ და უარვყოფ, რადგან სამართლებრივად ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას მოვახდენ, შეიძლება მის უდანაშაულობის პრეზუმფციას შევეხო.

პირდაპირ გეტყვით, რომ გამოსაკითხ პირთა სიაში აბსოლუტურად ყველა პირი იქნება, არის ის მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც კი არსებითი ინფორმაცია ექნება ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით,"-განაცხადა პროკურორმა. 

დღის ამბები