09 მაისი 2024,   03:06
ვრცლად
მაღალი თანამდებობის პირებისგან დავალებები არსებობდა და არაკეთილსინდისიერი ხასიათის იყო - პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე

დავით გარეჯის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურამ მოტივად დაასახელა ის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად, აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც თავს შეიკავებს:

"ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ჩვენთვის ცნობილია მოტივი, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, მათ შორის, უმთავრესად იმის გამო, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარე რეჟიმშია, მისი დეტალიზაციისგან თავს შევიკავებთ. როცა დავასრულეთ გამოძიება, გვქონდა ამის თავისუფლება, რომ გვეთქვა საზოგადოებისათვის მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. მათი იდენტიფიცირება, გარკვეულ პირთა წრის, ჩვენ მიერ მომხდარია, თუმცა ამ ეტაპზე მათ დასახელებას ვერ მოვახდენთ," - განაცხადა პროკურორმა.

წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო ის პირი, რომლის დავალებითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ის ამას ვერც დაადასტურებს და ვერც გამორიცხავს:

"ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერც გამოვრიცხავ. მოცემულობა არის ძალიან მარტივი, რომ დავალებები არსებობდა, ეს დავალებები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არაკეთილსინდისიერი ხასიათის იყო. ამ დავალებების შესრულების კონტექსტში ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის პირობებში მოქმედების თავისუფლების საკმაოდ მაღალი მანდატი ჰქონდათ და შედეგი სახეზეა, 3500 ჰექტარი საქართველოს ისტორიული ტერიტორია საქართველოს საწინააღმდეგოდ შეათანხმეს," - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

 

 

 

დღის ამბები